ჩინელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს გენმოდიფიცირებული მცენარეები, რომლებიც სიბნელეში სინათლეს გამოყოფენ. Futurism-ის ცნობით, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ ქუჩის განათებისა და ტურისტული ადგილების განვითარებისთვის გამოიყენებენ.
მეცნიერებმა მცენარეთა უჯრედებში ციცინათელებისა და ბიოლუმინესცენტური სოკოების გენები შეიტანეს. შემდეგ მცენარეებმა გარე ენერგიის წყაროების გარეშე თბილი სინათლის გამოსხივება დაიწყეს.
ბიოტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელმა, ლი რენჰანმა, განაცხადა, რომ პროექტი მიზნად ისახავს კულტურულ სივრცეებსა და ღამის ეკონომიკაში გამოყენებას. ის თვლის, რომ ეს მცენარეები შეიძლება გამოყენებულ იქნას პარკების, ტურისტული ადგილებისა და საზოგადოებრივი სივრცეების გასაფორმებლად.