ბუდუ ზივზივაძე 2025-26 წლების სეზონში „ჰაიდენჰაიმის“ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველი თავდამსხმელი გამოცემა Bulinews-ის ათკაციანმა ჟურნალისტთა გუნდმა შეარჩია.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ოთხი ხმა მიიღო, მეორე-მესამე ადგილზე (3-3 ხმა) კლუბის კაპიტანი პატრიკ მაინკა და „ბაიერნიდან“ იჯარით დამატებული არიონ იბრაჰიმოვიჩი გავიდნენ.
„ერთ-ერთი მოთამაშე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გუნდს ბუნდესლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა, იყო ბუდუ ზივზივაძე. ქართველმა სეზონის განმავლობაში რთული პერიოდები გადაიტანა. თუმცა საბოლოოდ ფორმაში შევიდა და ბუნდესლიგაში თავისი ექვსი გოლიდან ხუთი ბოლო ექვს მატჩში გაიტანა.
ტანმაღალი ზივზივაძის ბურთის ფლობის და დაცვის დახმარების უნარი, მეორე „სართულზე“ თამაში „ჰაიდენჰაიმს“ მომავალ სეზონში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელისთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 32-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნთან“ ფრედ დასრულებული (3:3) თამაში. გადარჩენისთვის ბრძოლაში ყველა ქულა გადამწყვეტი აღმოჩნდა. „ჰაიდენჰაიმი“ ისტორიული მოგების ზღვარზე იყო, იმედი კი ზივზივაძემ გადაარჩინა, როდესაც „ალიანს არენაზე“ დუბლი შეასრულა“, – წერს გამოცემა.