12 მაისს ბრიუსელში მასშტაბური გაფიცვაა დაგეგმილი. თუ ის გაიმართება, ადგილობრივი აეროპორტიდან ბევრი რეისი გაუქმდება, ასევე შეფერხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
გაფიცვას ბელგიის სამი უდიდესი პროფკავშირი: Christian ACV, ABVV და ACLVB აწყობს. უკმაყოფილებას საპენსიო ასაკთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობა იწვევს.
ხელისუფლება და პროფკავშირები ამჟამად პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავენ, მაგრამ რადგან კონსენსუსი არ არსებობს, მოგზაურებს შესაძლო შედეგების შესახებ აფრთხილებენ.