ავიაკომპანია British Airways–ი პეკინის მიმართულებით ფრენებს მინიმუმ ერთი წლით შეაჩერებს – ამის შესახებ Financial Times – ი წერს.

ავიაკომპანიის გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ რუსეთის დახურული საჰაერო სივრცე ართულებს მის ოპერაციებს, რადგან იზრდება ხარჯები. გარდა ამისა, British Airways–ი ამ მიმართულებაზე მოთხოვნის შესუსტებას აღნიშნავს.

„ჰითროუს“ აეროპორტიდან პეკინის მიმართულებით ფრენები მიმდინარე წლის 26 ოქტომბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე შეჩერდება. ამასთან, British Airways–ი გააგრძელებს ფრენას შანხაიში და ჰონგ–კონგში.

interfax