ნავთობის ფასებმა პარასკევს დღისით კლება გააძლიერეს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემსუბუქების ფონზე.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები 0.85 აშშ დოლარით (1.3%) დაეცა და ბარელზე 64.37 აშშ დოლარი შეადგინა. NYMEX ბირჟაზე WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსები 0.82 აშშ დოლარით (1.33%) დაეცა და ბარელზე 60.69 აშშ დოლარი შეადგინა.

ხუთშაბათს Brent-ის ნავთობის ფასი 1.6%-ით, ხოლო WTI-ის - 1.7%-ით დაეცა.

ვრცლად interfax