Reuters-ის ინფორმაციით, რიო-გრანდეს შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 60-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, ამიტომ გარდაცვლილთა რაოდენობა დიდი ალბათობით, გაიზრდება.

სტიქიის გამო აუცილებელი გახდა შტატში მცხოვრები 24 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. წყალდიდობამ ურუგვაისა და არგენტინის მოსაზღვრე რეგიონებიც დააზიანა.