Booking.com-მა მეთოთხმეტე Traveller Review Awards ჩაატარა და 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევა ეფუძნება მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურების 370 მილიონზე მეტ დამოწმებულ მიმოხილვას და წარმოაჩენს იმ მიმართულებებს, რომლებიც მომსახურებისა და სტუმრების გამოცდილების მხრივ ყველაზე მაღალ შეფასებებს იღებენ.

რესურსის თანახმად, სტუმართმოყვარეობა კვლავ მთავარი ფაქტორია დანიშნულების ადგილის არჩევისას: მოგზაურთა 45% აღიარებს, რომ ადგილობრივების კეთილგანწყობა მნიშვნელოვნად მოქმედებს მათ მოგზაურობის გადაწყვეტილებაზე.

სიის სათავეში ტოსკანური ქალაქი მონტეპულჩანოა, რომელიც ვენახებს შორის გორაკზეა გაშენებული. ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეების არქიტექტურით, ადგილობრივი ღვინით, Vino Nobile di Montepulciano-თი და ცოცხალი გასტრონომიული სცენით.

ვრცლად 34travel.me – ზე