იტალიელი შეფმზარეული დავიდე ტამბურელა ავსტრალიაში, რესტორან La Costa–დან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პიცაზე ანანასის შიგთავსის გამოყენებაზე უარი თქვა. მან განაცხადა, რომ საკამათო ინგრედიენტი „მისი კულტურის შეურაცხყოფას“ წარმოადგენდა, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

მეორე მხრივ, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ კუინზლენდში ანანასი იმდენად პატივსაცემია, რომ მის პატივსაცემად გიგანტური ძეგლი აღმართეს. მიუხედავად ამისა, რესტორანი, რომელშიც იტალიელი შეფმზარეული მუშაობდა, თავს „იტალიის ელეგანტურ კუთხედ“ წარმოაჩენდა და „კლასიკურ იტალიურ კერძებს“ სთავაზობდა.

კონფლიქტი რესტორნის სტუმრებმა გამოიწვიეს, რომლებმაც შეკვეთაში 15 000 დოლარზე მეტი გადაიხადეს და სთხოვეს პიცის გაკეთება ლორითა და ანანასით. შეფმზარეულმა უარი თქვა ამ კერძზე. ის ამბობს, რომ სტუმართმოყვარეობის სფეროში 17-წლიანმა მოღვაწეობამ და რესტორნების მართვაში ათწლეულზე მეტმა გამოცდილებამ ასწავლა, „აირჩიოს, რისთვის იბრძოლოს“.

ტამბურელა მიიჩნევს, რომ იგი სამართლიანი შრომის სტანდარტების შესახებ კანონის დარღვევით გაათავისუფლეს. მისი მცდელობა, გათავისუფლება ავსტრალიის სამართლიანი შრომის კომისიაში გაესაჩივრებინა, უშედეგოდ დასრულდა. 

ივლისში La Costa დაიხურა. იტალიელმა შეფმზარეულმა სხვა რესტორანში დაიწყო მუშაობა.

წყარო: rbc.ru