აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ გამართავს მოლაპარაკებებს ევროპასთან ტარიფების ცვლილებაზე, თუ ის „ყოველწლიურად ბევრ ფულს არ გადაიხდის“.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა, ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“.
ტრამპმა თქვა, რომ ევროპას სურს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, მაგრამ, მისი თქმით, ეს არ მოხდება, „ვიდრე ევროპა არ დაიწყებს ბევრი ფულის გადახდას ყოველწლიურად“.
„ჯერ დღევანდელისთვის, მაგრამ ასევე წარსულისთვისაც, რადგან მათ წაიღეს ჩვენი სიმდიდრის დიდი ნაწილი, და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ, შეერთებულ შტატებს არ შეუძლია 1,9 ტრილიონი დოლარის დაკარგვა ვაჭრობაში. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დიდ თანხებს ვხარჯავთ ნატო-ზე, რათა ევროპული ქვეყნები დავიცვათ. ჩვენ მათ სამხედრო თვალსაზრისით ვფარავთ, და ამავდროულად სავაჭრო ზარალს ვიღებთ“,- აცხადებს ტრამპი.
ტრამპმა ასევე გაიმეორა, რომ ევროპა „ძალიან, ძალიან ცუდად ეპყრობოდა“ აშშ-ს და „მოატყუა ამერიკელი ლიდერები“.
„იცით, ევროპას ასევე აქვს უზარმაზარი პროფიციტი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. ევროპა ჩვენთან, შესაძლოა, ცოტა რბილად იქცეოდა, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან ცუდად. ჩინეთი – დიახ, მაგრამ ევროპაც ასევე. ევროპა იქცეოდა ძალიან, ძალიან ცუდად, რადგან მან მოატყუა ჩვენი ლიდერები“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
1tv.ge