აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს ეხმაურება.

მისი თქმით, აშშ მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.

„აი, რა ხდება ამ ომებში. ის აგრძელებს გამწვავებას. ძლიერი დარტყმა ხორციელდება ერთი მხრიდან და რასაც კიდევ უფრო დიდი დარტყმა მოსდევს საპასუხოდ. ყოველთვის, როდესაც ასეთ დიდ დარტყმებს ხედავ ერთი თუ მეორე მხარისგან, ეს არის შეხსენება თუ რატომ არის ეს საშინელი ომი, რომელიც უკვე მეორე მსოფლიო ომზე მეტი ხანია, გრძელდება და საჭიროა დასრულდეს. აშშ მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებას. ვიმედოვნებ, გარკვეულ მომენტში კვლავ გამოჩნდება შესაძლებლობა, შევასრულოთ ეს როლი“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ცნობისთვის, 24 მაისს რუსეთმა კიევზე იერიში ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განახორციელა.

1tv.ge