აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები „ადგილზე დარჩებიან“, ვიდრე ირანთან „ნამდვილი შეთანხმება“ არ შესრულდება.
მისივე თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალა ემზადება, ისვენებს და შემდეგი დაპყრობის მოლოდინშია.
„აშშ-ის ყველა გემი, თვითმფრინავი და სამხედრო პერსონალი, დამატებითი ამუნიციით, შეიარაღებით და ყველაფრით, რაც აუცილებელია უკვე მნიშვნელოვნად დასუსტებული მტრის ლეტალური განადგურებისთვის, დარჩება ადგილზე ირანში და მის გარშემო, ვიდრე მიღწეული „ნამდვილი შეთანხმება“ სრულად არ შესრულდება. რაიმე მიზეზით ესთუ არ მოხდება, რაც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ „სროლა დაიწყება“- უფრო მასშტაბურად, უკეთესად და ძლიერად, ვიდრე ოდესმე ვინმეს უნახავს. ეს დიდი ხნის წინ იყო შეთანხმებული და მიუხედავად ყველა ცრუ რიტორიკისა, ბირთვული იარაღი არ იქნება და ჰორმუზის სრუტე იქნება ღია და უსაფრთხო. მანამდე, ჩვენი დიდებული სამხედრო ძალა ემზადება და ისვენებს, ფაქტობრივად შემდეგი დაპყრობის მოლოდინშია. ამერიკა დაბრუნდა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.