ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ვარსკვლავმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
პირველ ტაიმში ფრანგები უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრებმა კი კარში დარტყმაც ვერ შეძლეს. მამარდაშვილს ბევრი სამუშაო ჰქონდა – მე-11 წუთზე დეზირე დუეს დარტყმული ვერ მოიგერია, თუმცა შემდეგ გუნდი სამჯერ გადაარჩინა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმში გაიბრწყინა – 65-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე დაწყებული კონტრშეტევა თავადვე განავითარა, მცველსაც და მეკარესაც გასცდა და პსჟ-ის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 8.6 ქულით ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს გაიმართება – „ლივერპული“ „პსჟ“-ს „ენფილდზე“ უმასპინძლებს.