აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი მიიღო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს მხარი 312-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 112-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
2026 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტი აშშ-ის სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდული რაოდენობის, 901 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის (USAI) მომდევნო ორი წლის განმავლობაში 800 მილიონი დოლარის გამოყოფა მოხდება.
ასევე, კანონპროექტი ევროპის თავდაცვასთან დაკავშირებით პროგრამებს განსაზღვრავს.
NDAA-ის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების 76 000-ზე ნაკლებ რაოდენობამდე შემცირების უფლება ეზღუდება.
ამასთან, კანონპროექტი ბალტიისპირეთის უსაფრთხოების ინიციატივას ამტკიცებს და ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვის მხარდასაჭერად 175 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ipn.ge