აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-სთან ინტერვიუში უკრაინისთვის იარაღის გადაცემასა და ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებზე ილაპარაკა.
ჟურნალისტის კითხვას პუტინის მხრიდან ომის დასრულების შესაძლო მოთხოვნებზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა:
"ის [პუტინი] რაღაცას მოითხოვს. ვგულისხმობ, რომ ორივემ იომა და მას [პუტინს] ბევრი ტერიტორია აქვს.
ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც ომში შედის, იგებს და შემდეგ ტოვებს [ტერიტორიას], ისე, როგორც პრეზიდენტ ბუშის დროს ახლო აღმოსავლეთში მოხდა, ჩვენ შევედით, გავანადგურეთ ყველაფერი და შემდეგ წამოვედით".
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას ამ ეტაპზე Tomahawk-ის სისტემის რაკეტებს არ მიაწვდის. ტრამპმა იმავე ინტერვიუში უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საკითხსაც შეეხო.
"ჩვენ არ შეგვიძლია მთელი ჩვენი შეიარაღება უკრაინას გადავცეთ, პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინას ბევრი სიკეთე გავუკეთე, მაგრამ შეერთებულ შტატებს საფრთხეს ვერ შევუქმნი".