ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ს შეუძლია მომავალ IPO-ზე 64.4 მილიარდი დოლარის მოზიდვა, ამას მოწმობს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) სამშაბათს წარდგენილი პროსპექტი.
დოკუმენტის თანახმად, Anthropic და მისი ზოგიერთი ინვესტორი აქციების 70-დან 78 დოლარამდე ფასად გაყიდვას გეგმავენ.
აქციები ამ დიაპაზონის ზედა ზღვარზე განთავსების შემთხვევაში, კომპანიის შეფასება 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.
IPO-ს დროს ინვესტორებს Anthropic-ის 825 მილიონ აქცია შესთავაზებენ. თავად კომპანია 801.35 მილიონ აქციას განათავსებს, ხოლო დარჩენილ აქციებს მისი არსებული აქციონერები გაყიდიან.