ამერიკული კომპანია Ramoco Fuels-მა ინტერესი გამოხატა აშშ-ში Лукойл-ის საწვავის მიწოდების ბიზნესით, - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი წერს. 

მისი თქმით, Ramoco ცდილობს რუსული კომპანიის აშშ-ში არსებული 194-ვე ბენზინის გასამართი სადგურის იჯარით აღებას.

„ტრანზაქციის საერთო ღირებულება 150 მილიონი დოლარია, შესყიდვა კი არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბრისა უნდა დასრულდეს.

ამერიკული წინადადება "Лукойл"-ს გადაეგზავნა, - ინფორმაციას რუსული გამოცემა „Известия“ ავრცელებს.

Ramoco 24-თვიან იჯარის კონტრაქტს სთავაზობს Лукойл-ს, რომელიც ავტომატურად გარდაიქმნება „Лукойл"-ის აშშ-ში საწვავის მიწოდების მთელი ბიზნესის შესყიდვადში, მას შემდეგ, რაც ყველა მარეგულირებელი, გარემოსდაცვითი და ფრენჩაიზის ვალდებულება შესრულდება.

Ramoco 24-თვიან იჯარის კონტრაქტს სთავაზობს Лукойл-ს, რომელიც ავტომატურად გარდაიქმნება „Лукойл"-ის აშშ-ში საწვავის მიწოდების მთელი ბიზნესის შესყიდვად, მას შემდეგ, რაც ყველა მარეგულირებელი, გარემოსდაცვითი და ფრენჩაიზის ვალდებულება შესრულდება“, - წერს გოგიტა სურამელაშვილი.