ამერიკული ნავთობისა და გაზის კომპანიები პირველები დაბრუნდებიან რუსულ პროექტებში, განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. 

დმიტრიევმა 18 ივნისს ასევე განაცხადა, რომ წამყვან ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს სურთ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება და შესაძლოა, ზოგიერთ პროექტში მცირე წილის მიღება.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენები შესაძლოა 2025 წლის ბოლომდე განახლდეს. გარდა ამისა, ამერიკული ბიზნესები თავიანთ ხელისუფლებას სთხოვენ, დაუშვან რუსეთისთვის თვითმფრინავის ნაწილების მიწოდება.

მისი აზრით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეზღუდვები მალე „წარსულს ჩაბარდება“.