ამერიკულმა ფონდმა რუსეთს ცარიზმის დროინდელი ვალების გამო უჩივლა.
საქმე ეხება კომპანია Noble Capital-ს, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთის იმპერიის მიერ შეერთებულ შტატებში ინვესტორებისთვის საუკუნეზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ობლიგაციების სამართალმემკვიდრე და მფლობელია.
საინვესტიციო ფონდი რუსეთისგან ცარისტული ობლიგაციების 225 მილიარდი დოლარის დაბრუნებას მოითხოვს.
გასულ ზაფხულს მან სარჩელი შეიტანა კოლუმბიის ოლქის აშშ-ის რაიონულ სასამართლოში. სარჩელში მოპასუხეები არიან რუსეთი, ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი. საერთაშორისო კერძო საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველის, ალექსანდრე დუშკინის თქმით, საქმეს წარმატების შანსი არ აქვს, როგორც იურიდიულად, ასევე ისტორიულად.