35 წლის ამერიკელს, ალექსანდრ ტირონს 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იმის გამო, რომ ექვსი წლის განმავლობაში შვიდი ავიაკომპანიის რეისებით უფასოდ იფრინა. ინფორმაციას CBS News-ი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტირონი ავიაკომპანიის პერსონალისთვის განკუთვნილ პროგრამას იყენებდა, რათა უფასოდ მოხვედრილიყო თვითმფრინავში. ის აყალბებდა მონაცემებს, მათ შორის სამსახურებრივი საშვების ნომრებს და გამოგონილ სამუშაოდ მიღების თარიღებს. 2018 წლიდან 2024 წლამდე მან ამ გზით 120-ზე მეტი ფრენა შეასრულა.
მას ბრალდება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით თაღლითობაში და აეროპორტის უსაფრთხო ზონაში უკანონოდ შეღწევაში წაუყენეს. ნაფიცმა მსაჯულებმა ტირონი დამნაშავედ ცნეს. განაჩენი 25 აგვისტოს გამოცხადდება.