Amazon.com Inc.-მა გასულ წელს შემოსავლებით Walmart Inc.-ს გაუსწრო და შემოსავლების მხრივ აშშ-ის უდიდესი კომპანია გახდა.

Walmart-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, 31 იანვრით დასრულებული ფისკალური წლის შემოსავალმა 713.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. მანამდე Amazon-მა 2025 წლის წლიური შემოსავალი 716.9 მილიარდი დოლარით დააფიქსირა. Walmart-მა ეს მაჩვენებელი 4.7%-ით გაზარდა, ხოლო Amazon-ის - 12.4%-ით.

PYMNTS Intelligence-ის მონაცემებით, Amazon-ზე აშშ-ში საცალო გაყიდვების დაახლოებით 9% მოდის, ხოლო Walmart-ის წილი დაახლოებით 7.6%-ია.

ვრცლად interfax – ზე