აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძირი გამოუთხარა ტრამპის საკვანძო ეკონომიკურ პოლიტიკას და თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მას უდიდესი იურიდიული მარცხი მიაყენა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც საგანგებო უფლებამოსილებების შესახებ ფედერალური კანონი გამოიყენა მსოფლიო მასშტაბით ორმხრივი ტარიფებისა და მიზნობრივი საიმპორტო გადასახადების შემოსაღებად, რასაც ადმინისტრაცია ფენტანილის უკანონო მიმოსვლასთან ბრძოლით ამართლებდა.

გამოცემის ცნობით, სასამართლო მოსმენების დროს როგორც კონსერვატიული, ასევე ლიბერალური ფრთის მოსამართლეები ეჭვებს გამოთქვამდნენ ტარიფების კანონიერებაზე, რომლების დონალდ ტრამპმა 1977 წლის კანონზე დაყრდნობით შემოიღო, რომელიც ეროვნულ დონეზე საგანგებო ვითარებების დროს გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.

ცნობისთვის, აქამდე ტრამპის ადმინისტრაცია ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებებს ასაჩივრებდა.

Ipn.ge