კომპანიამ განაცხადა, რომ Amazon.com Inc. 2030 წლის ბოლომდე ინდური ბიზნესის განვითარებაში 35 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
Amazon-ი სხვა საკითხებთან ერთად, ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებაში თანხის ჩადებას, ასევე ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში ინვესტირებას გეგმავს.
ინვესტიცია, სავარაუდოდ, ინდოეთში 1 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
„ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ ინდოეთის ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი ვართ და მილიონობით ინდოელისთვის ხელოვნურ ინტელექტზე წვდომის დემოკრატიზაციას ვუზრუნველყოფთ“, - განაცხადა Amazon-ის განვითარებადი ბაზრების ხელმძღვანელმა ამიტ აგარვალმა.