ამერიკული კომპანია Amazon.com Inc. 2025-დან 2027 წლამდე დიდ ბრიტანეთში 40 მილიარდი ფუნტის (54.3 მილიარდი დოლარის) ინვესტირებას გეგმავს.

გეგმა მოიცავს ოთხი სასაწყობო კომპლექსის, ახალი შეკვეთების დახარისხების ცენტრების მშენებლობას და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული ოპერაციების ქსელის განახლებასა და გაფართოებას, რომელიც 100-ზე მეტ შენობას მოიცავს, ნათქვამია Amazon-ის განცხადებაში.

„ინვესტიცია დიდ ბრიტანეთში ათასობით ახალ მუდმივ სამუშაო ადგილს შექმნის, რომელთა უმეტესობა ლონდონის გარეთ და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით განთავსდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინვესტიცია ასევე მოიცავს Amazon-ის ორი ახალი კორპორატიული შტაბ-ბინის გახსნას აღმოსავლეთ ლონდონში, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. გეგმა ითვალისწინებს კომპანიის მიერ 2024 წლის სექტემბერში გამოცხადებულ დიდი ბრიტანეთის მონაცემთა ცენტრებში 8 მილიარდი ფუნტის ინვესტიციას.

Amazon-ი ამჟამად დიდი ბრიტანეთის ათ უმსხვილეს კერძო დამსაქმებელს შორისაა, ქვეყანაში 75 000-ზე მეტი თანამშრომლით.

წყარო: interfax