NATO-ს მოკავშირეებმა უნდა იმუშაონ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დეესკალაციისთვის, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭირო აღარაა ესკალაცია ისეთ რეგიონში, რომელშიც ისედაც დაძაბული სიტუაციაა.

„ცხადია, რომ ეს სწრაფად განვითარებადი სიტუაციაა. ეს იყო ისრაელის მხრიდან ცალმხრივი ქმედება. ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი მოკავშირისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის შეერთებული შტატების ჩათვლით, იმუშაონ ამ დეესკალაციისთვის. ვიცი, რომ ისინი ამას აკეთებენ. ვფიქრობ, ახლა ეს არის მთავარი საკითხი“, –  განაცხადა მარკ რუტემ.

შეგახსენებთ, რომ გამთენიისას ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა.

პირველი არხი