ფრანგულ-იტალიურმა კომპანია ATR-მა, რომელიც ტურბოპროპელერული თვითმფრინავების მწარმოებელია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონსორციუმისგან Clean Aviation მიიღო მანდატი, შექმნას პირველი ჰიბრიდულ-ელექტრული რეგიონალური თვითმფრინავი. დაგეგმილია, რომ ის 2030 წლისთვის ცაში აიწევს.
პროექტის მთავარი მიზანია, საავიაციო ინდუსტრიაში ნახშირბადის ემისიების შემცირება. ახალი თვითმფრინავი, რომლის პლატფორმად ATR 72-600 იქნება გამოყენებული, ნახშირბადის დიოქსიდის ემისიას 30%-ით შეამცირებს.
პროექტის ფარგლებში, თვითმფრინავი აღიჭურვება ჰიბრიდული ძრავით, მაღალეფექტური ბატარეებით და შიდაწვის ძრავით, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე (SAF) იმუშავებს.
* მგზავრების ტევადობა: 50-100 ადამიანი
* ფრენის მაქსიმალური მანძილი: 926 კმ-მდე
ეს პროექტი ევროკავშირის მასშტაბურ ინიციატივაში – Ultra-Efficient Regional Aircraft – ჯდება, რომლის მიზანიც 2035 წლიდან ახალი თაობის ეკოლოგიურად სუფთა ლაინერების ექსპლუატაციაში გაშვებაა.