კორპორაცია Airbus SE-მ 2025 წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგება ერთი მესამედით, ხოლო შემოსავალი 6%-ით გაზარდა.

პრესრელიზის თანახმად, იანვარ-მარტში წმინდა მოგებამ 793 მილიონი ევრო შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 595 მილიონი ევრო იყო.

პროცენტების და გადასახადების გადახდამდე მოგება (EBIT) 22%-ით შემცირდა და 473 მილიონი ევრო შეადგინა. ამავდროულად, კორექტირებული EBIT (კომპანიის ძირითადი მაჩვენებლები) 8%-ით გაიზარდა და 624 მილიონ ევროს მიაღწია.

შემოსავალი 13.542 მილიარდ ევრომდე გაიზარდა ერთი წლით ადრე არსებულ 12.83 მილიარდ ევროსთან შედარებით.

ექსპერტების კონსენსუსის პროგნოზი, რომელიც თავად კომპანიამ წარმოადგინა, 12.95 მილიარდი ევროს შემოსავალზე კორექტირებული EBIT-ის ოდენობას 602 მილიონი ევროს ოდენობით განსაზღვრავდა.

ვრცლად interfax–ზე