უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში UFC-ის ღონისძიება გაიმართება.

ცნობილია Fight Night-ის ჩატარების თარიღი და მთავარი ბრძოლაც. 21 ივნისს ერთმანეთს ქვემძიმე წონის ბრძოლაში ჯამალ ჰილი და ხალილ რაუნთრი ჯუნიორი დაუპირისპირდებიან.

ჰილი თავისი წონის რეიტინგის მე-4 მებრძოლია, რაუნთრი კი მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

ამავე ღონისძიებაზე კიოჯი ჰორიგუჩისა და ტაგირ ულანბეკოვის ბრძოლა შედგება, ასევე კურტის ბლეიდსი რიზვან კუნიევს დაუპირისპირდება.

წყარო: adjarabetarena.com