ჟურ­ნალ “Nature Ecology and Evolution“ - ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­გან­გა­შო კვლე­ვის თა­ნახ­მად, თუ მსოფ­ლი­ო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა ამ­ჟა­მინ­დე­ლი ტემ­პით გაგ­რძელ­და, 2085 წლის­თვის ხმე­ლეთ­ზე მო­ბი­ნად­რე ცხო­ველ­თა მე­სა­მედ­ზე მეტი ექ­სტრე­მა­ლუ­რი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის (ხან­ძრე­ბის, წყალ­დი­დო­ბე­ბის..) მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მო­ექ­ცე­ვა, რა­მაც შე­საძ­ლოა მათი გა­და­შე­ნე­ბის პრო­ცე­სე­ბი მკვეთ­რად და­აჩ­ქა­როს.

"ვფიქ­რობ, კონ­სერ­ვა­ცი­ის და­გეგ­მვი­სას კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ჯერ კი­დევ სა­თა­ნა­დოდ არ არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, ეს უბ­რა­ლოდ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის თან­და­თა­ნო­ბი­თი ცვლი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა" - აცხა­დებს კვლე­ვის წამ­ყვა­ნი ავ­ტო­რი, პოტსდა­მის კლი­მა­ტის გავ­ლე­ნის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის (PIK) მკვლე­ვა­რი შტე­ფა­ნი ჰა­ი­ნი­კე

მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვა და პროგ­ნო­ზე­ბი

გლო­ბა­ლურ ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით, 18 სა­ერ­თა­შო­რი­სო მკვლევ­რის­გან შემ­დგარ გუნდთან ერ­თად ჰა­ი­ნი­კემ მაშ­ტა­ბუ­რი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა.

"აპო­კა­ლიფ­ტუ­რა მე­ტე­ო­რო­ლო­გებ­მა“ დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლეს სა­ხე­ო­ბა­თა გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლე­ბი და მათ კლი­მა­ტუ­რი მო­დე­ლე­ბი მი­უ­სა­და­გეს, რათა მსოფ­ლიო ეკო­სის­ტე­მებ­ზე გვალ­ვე­ბის, სი­ცხის ტალ­ღე­ბის, წყალ­დი­დო­ბე­ბი­სა და ხან­ძრე­ბის გავ­ლე­ნა ეწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლათ.

კვლე­ვამ რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, 33,936 ხმე­ლე­თის ხერ­ხემ­ლი­ან­თა სა­ხე­ო­ბა და 794 ეკო­რე­გი­ო­ნი მო­იც­ვა. შე­დე­გე­ბი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა.

მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ დათ­ბო­ბის არ­სე­ბუ­ლი ტემ­პის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 2050 წლის­თვის : სი­ცხის ტალ­ღე­ბის­გან ცხო­ველ­თა ჰა­ბი­ტა­ტის 74% და­ზა­რალ­დე­ბა, 16% ტყის ხან­ძრე­ბის­გან, 8% გვალ­ვე­ბის­გან, 3% მდი­ნა­რე­ე­ბის ადი­დე­ბის­გან.

ეს “ბიბ­ლი­უ­რი მას­შტა­ბის“ მოვ­ლე­ნე­ბი ამა­ზო­ნის აუ­ზის, აფ­რი­კი­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ბი­ოს­ფე­რო­ებს და­ა­ზი­ა­ნებს და ეს მხო­ლოდ აის­ბერ­გის მწვერ­ვა­ლია: მო­დე­ლი­რე­ბის მი­ხედ­ვით, 60 წელ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში, ამ და­მან­გრე­ვე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­ხე­ო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლის 36% აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ამას­თან­ვე საფრ­თხის და­სა­ნა­ხად კლი­მა­ტუ­რი მო­დე­ლი­რე­ბა სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო - რე­ა­ლო­ბა­ში უკვე მძი­მე სუ­რა­თის მოწ­მე­ნი ვართ.

2019-2020 წლებ­ში, სი­ცხის ტალ­ღამ ავ­სტრა­ლი­ა­ში 72,000-ზე მეტი მფრი­ნა­ვი მელა (Flying Fox) იმ­სხვერ­პლა.

სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში, პან­ტა­ნა­ლის ჭა­ო­ბებ­ში (მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ჭა­ო­ბი), ხან­ძრებს 17 მი­ლი­ო­ნამ­დე ხერ­ხემ­ლი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

ზი­ა­ნი კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც კა­ტას­ტრო­ფე­ბი ერ­თმა­ნეთს მიჰ­ყვე­ბა. ავ­სტრა­ლი­ის ხან­ძრე­ბის შემ­დეგ, იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც მა­ნამ­დე გვალ­ვა იყო, ფა­უ­ნი­სა და ფლო­რის შემ­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 27-40%-ით მა­ღა­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე სხვა რე­გი­ონ­ში.

თუმ­ცა, იმე­დი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ამ "ეკო­ლო­გი­უ­რი არ­მა­გე­დო­ნის" თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ემი­სი­ე­ბის ნუ­ლამ­დე შემ­ცი­რე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ დათ­ბო­ბის ტენ­დენ­ცია სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­იც­ვლე­ბა, 2085 წლის­თვის კა­ტას­ტრო­ფე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ჰა­ბი­ტა­ტე­ბის მხო­ლოდ 9% ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას.

წყარო: ambebi.ge