თანამედროვე ფეხბურთელები ძალიან ძვირად არიან შეფასებულები. მათ სატრანსფერო ფასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას: თამაშის ხარისხი, სტაბილურობა, კლუბისა და ლიგის დონე, მოთხოვნა ბაზარზე, ასაკი და ეროვნებაც კი.
Transfermarkt მთავარი პორტალია მსოფლიო ფეხბურთში სატრანსფერო ღირებულებების შესახებ. ეს არის მონაცემთა უზარმაზარი ბაზა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სკაუტები ავსებენ. ისინი აკვირდებიან ფეხბურთელებს, აანალიზებენ უამრავ პარამეტრს და აფასებენ მოთამაშეებს. წელიწადში რამდენჯერმე Transfermarkt ფასებს აახლებს. სწორედ ამ ციფრებზე ორიენტირდებიან აგენტები, სკაუტები და ზოგჯერ თვითონ კლუბებიც კი, როდესაც რეალურ და ძალიან ძვირ გადაწყვეტილებებს იღებენ.
2025 წელი ყველასთვის წარმატებული არ ყოფილა. მინიმუმ ამ რეიტინგში მოხვედრილი ფეხბურთელებისთვის სეზონი აშკარად წარუმატებელი გამოდგა საუბარია ყველაზე მეტად გაიაფებულ მოთამაშეებზე. საერთო ჯამში, ამ სიაში მყოფმა ფეხბურთელებმა, რომელთა შორის არიან "მანჩესტერ სიტის“, "რეალისა“ და "ბარსელონას“ წარმომადგენლები, ღირებულებაში თითქმის 500 მილიონი ევრო დაკარგეს.
სიის ტოპ ხუთეული კი ასე გამოიყურება:
1. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) - €140-დან €80 მილიონ ევრომდე
გაიაფება: €60 მილიონი
2. როდრი (მანჩესტერ სიტი) - €130-დან €75 მილიონ ევრომდე
გაიაფება: €55 მილიონი
3. ვინისიუსი (რეალ მადრიდი) - €200-დან €150 მილიონ ევრომდე
გაიაფება: €50 მილიონი
4. გავი (ბარსელონა) - €80-დან €40 მილიონ ევრომდე
გაიაფება: €40 მილიონი
5. როდრიგო (რეალ მადრიდი) - €100-დან €60 მილიონ ევრომდე
გაიაფება: €40 მილიონი