ტურისტებში პოპულარული ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკის ხელისუფლება 2025 წელს ოვერტურიზმთან ბრძოლის ფარგლებში შეზღუდავს ძველ ქალაქში ვიზიტებს, იუწყება პორტალი Skift.
2025 წლიდან დუბროვნიკის ძველ ქალაქში „სპეციალური მოძრაობის ზონა“ გამოჩნდება. ტურისტული ავტობუსების და ტაქსების მუშაობის რეგულირებისთვის მობილური აპლიკაცია იმუშავებს.
ტაქსების რაოდენობა, რომლებსაც ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ, 9 ათასიდან 700-მდე შემცირდება. ამასთან, უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა დუბროვნიკის ძველ ქალაქში აიკრძალება.
გარეუბანში კი ღია პარკინგი Park and Ride გაჩნდება, სადაც ტურისტებს შეუძლიათ დატოვონ მანქანები და ატრაქციონებთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვდნენ, ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც დუბროვნიკის მერიაში განმარტავენ, ეს ზომები გახდა „პატივი ეცი ქალაქს“ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც 2017 წელს დაიწყო ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტს შორის ბალანსის მოსაძებნად.
ადგილობრივ მოსახლეობას ძველი ქალაქის ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილება კვლავ შეეძლება. ტურისტულ ავტობუსებს, თავის მხრივ, მოუწევთ წინასწარ დაჯავშნოთ შესვლის ადგილები ქალაქის აპლიკაციის საშუალებით – განმარტა მერის მოადგილემ ტურიზმის საკითხებში ელკა ტეპშიჩმა.
ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის დასაწყისიდან დუბროვნიკმა მიიღო 3 მილიონზე მეტი ტურისტი, რაც 10%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. მანამდე ქალაქმა დაიწყო საკრუიზო გადასახადის დაწესება და ასევე შეზღუდა საკრუიზო გემების რაოდენობა, შაბათ-კვირას ნებადართული იყო მხოლოდ ორი საკრუიზო გემი კვირაში მაქსიმუმ 4000 მგზავრით.
ჯერ კიდევ კორონავირუსულ პანდემიამდე, დუბროვნიკი გახდა მასობრივი ტურიზმის დანიშნულების ადგილი HBO-ს პოპულარული სერიალის Game of Thrones-ის გამო, რომლის ზოგიერთი ეპიზოდი ქალაქში გადაიღეს.