ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი ენერგიის ზრდის მიუხედავად, 2017 წლიდან 2025 წლამდე წიაღისეული საწვავის გლობალური მოხმარება 8%-ით, ანუ 40 ეგზაჯოულით (EJ) გაიზარდა – ნათქვამია Energy Institute–ის კვლევაში.

ბუნებრივ აირზე მოთხოვნა ამ პერიოდში თითქმის 15%-ით, ქვანახშირზე - 7%-ით, ხოლო ნავთობზე - 5%-ით გაიზარდა. ენერგიასთან დაკავშირებული სათბურის გაზების გამოყოფა წელიწადში საშუალოდ თითქმის 1%-ით გაიზარდა.

ამასთან, კვლევაში შეტანილი ქვეყნების 83%-მა 2017 წლიდან შეამცირა თავისი ეკონომიკის ენერგოინტენსივობა, ხოლო 86%-მა გააუმჯობესა ენერგიის მოხმარების ნახშირბადის ინტენსივობა. ანალიზი ეფუძნება 80 უდიდესი ენერგომომხმარებელი ქვეყნის მონაცემებს, რომლებიც გლობალური ენერგომოხმარების 96%-ზე მეტს და ემისიების 95%-ს შეადგენენ.

განახლებადი ენერგიის, მათ შორის ჰიდროენერგიის გამოყენება 2017 წლიდან 2025 წლამდე 60%-ზე მეტით გაიზარდა. ის 79 წამყვანი ქვეყნიდან 74-ში გაიზარდა, თუმცა 2025 წელს განახლებადი წყაროები გლობალური ენერგომოთხოვნის მხოლოდ დაახლოებით 8.6%-ს შეადგენდა.

ვრცლად interfax – ზე