ვერცხლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ლითონია და ბოლო 5000 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მათ შორის, ყოველდღიური სამკაულებიდან დაწყებული მონეტებითა და შენადნობებით დამთავრებული.

2023 წელს ვერცხლის მაღაროებში 830.5 მილიონი უნცია ვერცხლი იქნა წარმოებული. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1 პროცენტით შემცირდა და 2024 წელს 823.5 მილიონ უნციას მიაღწია.

ვერცხლის მაღაროებში წარმოება თითქმის ათი წლის განმავლობაში მცირდება. წარმოებამ პიკს 2016 წელს მიაღწია და 900.1 მილიონი უნცია შეადგინა. თუმცა, ვერცხლზე მოთხოვნა მიწოდებას ზედიზედ სამი წელია აჭარბებს და ვერცხლის ინსტიტუტი უახლოეს მომავალში ბაზარზე დეფიციტს პროგნოზირებს.

ვერცხლის ინდუსტრიული მოთხოვნა ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება, ხოლო ინდუსტრიული მოთხოვნა 2022-დან 2023 წლამდე 11%-ით გაიზარდა.

ამ ინდუსტრიული ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ვერცხლის როლი მზის ფოტოელექტრულ ენერგიაში. შესაბამისად, ამ ტექნოლოგიაში გამოყენებული ვერცხლის მოთხოვნა 2022-დან 2023 წლამდე 64%-ით გაიზარდა.

წარმოგიდგენთ ვერცხლის მწარმოებელ 10 უმსხვილეს ქვეყანას:

  • მექსიკა - 202.2 მილიონი უნცია
  • ჩინეთი - 109.3 მილიონი უნცია
  • პერუ - 107.1 მილიონი უნცია
  • ჩილე - 52 მილიონი უნცია
  • ბოლივია - 42.6 მილიონი უნცია
  • პოლონეთი - 42.5 მილიონი უნცია
  • რუსეთი - 39.8 მილიონი უნცია
  • ავსტრალია - 34.4 მილიონი უნცია
  • აშშ - 32 მილიონი უნცია
  • არგენტინა - 26 მილიონი უნცია

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში ვერცხლის მხოლოდ 20-30 პროცენტი მოდის პირველადი ვერცხლის მაღაროებიდან. მსოფლიოში მოპოვებული ვერცხლის დაახლოებით 70-80 პროცენტი სხვა ლითონების, როგორიცაა სპილენძი, ტყვია და თუთია, თანაპროდუქტის სახით იწარმოება.

წყარო: mining.com    bpn.ge