ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიების: რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, ტანას და თეძამის დაცული ტერიტორიების და ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე  თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება დაიწყება.

ინიციატივის მხარდასაჭერად, სამუშაო შეხვედრები გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსების გზით. მიმდინარე პერიოდში მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ თემებთან, რათა მოხდეს საჭიროებების იდენტიფიცირება, რომლის შესაბამისად დაიწყება საგრანტო პროექტების დაფინანსების ეტაპი.

სამუშაო შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ მცირე გრანტებით უზრუნველყოფისათვის საჭიროებებს, ასევე, იმსჯელეს დაცული ტერიტორიების მიმდებარე ადგილობრივი თემების განვითარებაზე.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციების და დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონის ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა - ონის, საჩხერის, ახალციხის, გორის მუნიციპალიტეტებისმერიის, საკრებულოს, რესურს ცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების: „ტოლერანტი“, „ორალი“, „ურაველი“, „მუსხი“, „მინაძე“ წარმომადგენლებმა.