უკრაინის თავდაცვამ Sapsan-ის ტიპის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსის სერიულ წარმოებაში გაშვება ოფიციალურად დაადასტურა.

Sapsan-ის ტიპის ბალისტიკური, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ვიზუალით ძალიან გავს რუსულ Iskander-M-ს, თუმცა გაცხადებული მახასიათებლებით მისგან განსხვავდება. ერთერთი წამყვანი ამ მხრივ ფრენის მაქსიმალური მანძილია - 500-დან 850 კილომეტრამდე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 1KR1 Sapsan-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის პირველ სახელმწიფო კონტრაქტს 2022 წელს მოაწერა ხელი, ხოლო სისტემა სერიულ წარმოებასა და სისტემატურ გამოყენებაში 2025 წელს შევიდა.

  • როგორც გამოცემა Militarnyi  თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ოლექსანდრ ლიევის კომენტარზე დაყრდნობით წერს, სისტემის პირველი გამოცდები 2023 წელს ჩატარდა, რასაც მოჰყვა პირველი სატესტო დარტყმები რუსულ სამიზნეებზე 2024 წელს. 2025 წელს Sapsan სისტემა სისტემატურ საბრძოლო გამოყენებაზე გადაიყვანეს.

tvpirveli.ge