"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდა.
კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა - საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, აზრით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს, რის საფუძველზეც, ქვეყანაში შეიქმნება, მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი - ბაზისური ინფრასტრუქტურა, რაც წინაპირობაა ქვეყანა გადავიდეს განვითარების შემდგომ ეტაპზე და გეგმაზომიერად დასახოს ინსფრასტრუქტურის მოდერნიზაციის შემდგომი ორიენტირები.
კვლევის დოკუმენტში, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი.
აქვე წარმოდგენილია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც, ისეთი, როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელი ნაბიჯები. აქვეა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაც, რომელიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, მტკიცებით, ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს. "კომერსანტისთვის" ექსკლუზიურად მოწოდებულ დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის იმგვარ მოწყობას, რომელიც ქალაქისთვის, კვლევის ავტორის აზრით, ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი გახდება.
კვლევაში საუბარია ციფრული ეკონომიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე და წარმოდგენილია პრიორიტეტებიც.
პრიორიტეტი 1. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება
ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების წარმოების ე.წ ციფრული ეკონომიკის სწარაფი ტემპებით განსავითარებლად, გადატანილი იქნება, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის დაჩქარებული ტემპით მშენებლობაზე. რისთვისაც აუცილებელი იქნება ჯამში 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლითაც დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, და ისარგებლებს 500 000 ადამიანი. დაჩქარებული ტემპით ქვეყანაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტულად იქნება განხილული.
პრიორიტეტი 2. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განვითარება
სატრანზიტო პოტენციალის ასათვისებლად აქცენტი გადატანილი იქნება, საქართველოს როგორც ევროპა - აზიის დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბებაზე, რაც გულისხმობს - ერთი მხრივ, საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირს, მეორე მხრივ კი საქართველოში მსხვილი კონტენტ პროვაიდერების (Google, Facebook, Amazon, Microsoft და ა.შ.) მიერ რეგიონული მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას. ევროპა-აზიის გლობალური ინტერნეტ-კავშირის ბაზრის პერსპექტივებიდან გამომდინარე, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 30 % ით გაზრდის შესაძლებლობა გააჩნია, შავი ზღვის ფსკერზე გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, საქართველოს, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფოს, ექმნება უნიკალური პერსპექტივა, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა.
"კომერსანტისთვის" ექსკლუზიურად მოწოდებულ კვლევაში ასევე საუბარია ტურიზმის სფეროში გასატარებელ ღონისძიებებზე, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდრეობამდე მიიყვანს. ამ სტატიას ჩვენს ვებგვერდზე იხილავთ 19: 30 საათზე.