აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის კომპანია Apple-ის ხელმძღვანელს, ტიმ კუკს მოუწოდებს, რომ მან პროდუქცია ამერიკაში აწარმოოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას 25-პროცენტიანი ტარიფები ემუქრება.

„დიდი ხანია ვუთხარი Apple-ის ხელმძღვანელს ტიმ კუკს ის, რომ ველი, iPhone-ი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდება, უნდა დამზადდეს შეერთებულ შტატებში, და არა ინდოეთში, ან სადმე სხვაგან. თუ ეს ასე არ მოხდება, Apple-ს აშშ-თვის არანაკლებ 25-პროცენტიანი ტარიფის გადახდა მოუწევს“, - დაწერა ტრამპმა.