შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ეტლს უკვე საუკუნეებია მოიხმარენ. საკმაოდ პრაქტიკულია მანამ, სანამ არასწორ ზედაპირებსა თუ კიბეებს ხვდება… Toyota კი ახლა სწორედ ამის მოგვარებას ისახავს მიზნად. Walk Me-ის ოთხფეხიანი რობოტი-სკამი შექმნა, რომელიც რეალურ დროში ადაპტირდება გარემოსთან და მომხმარებლებს ნავიგაციაში ეხმარება. 

სკამი რობოტიკას, ერგონომიულ დიზაინსა და ხელოვნურ ინტელექტს აერთიანებს, რათა მნიშვნელოვნად გასცდეს ჩვეულებრივი ეტლის შესაძლებლობებს. მის რობოტულ სახსრებს მოხრა, აწევა, დაწევა და დამოუკიდებლად მანევრირება შეუძლია, რაც მომხმარებლებს კიბეზე ასვლაში თუ მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარება. სენსორები და LiDAR სისტემაც აქვს გარემოს სკანირებისთვის, რათა დაბრკოლებები უკეთ გადალახოს და შეჯახებებიც თავიდან აირიდოს. 

საინტერესოა, რომ რობოტი-სკამის შთაგონება დიზაინერებმა თხებისა და კიბორჩხალებისგან მიიღეს, განსაკუთრებით დაბრკოლებების გადალახვის კუთხით. აქცენტი, რაღა თქმა უნდა, მომხმარებლის კომფორტზე გააკეთეს. ხოლო უფრო მიმზიდველი რომ გაეხადათ, მისი მექანიკური კომპონენტები პასტელის ფერის მასალით არის დაფარული. კომპაქტურიცაა და ღილაკზე ერთი თითის დაჭერით 30 წამში ხელბარგის ზომამდე იკეცება.

ნავიგაციისთვის, მომხმარებლებს ხელით გვერდითი სახელურებისა და ღილაკების გამოყენება მოუწევთ, ხოლო მათ, ვისაც ზედა ტანის გამოყენება არ შეუძლია, შესაძლებლობა აქვს, რობოტ-სკამს ხმოვანი ბრძანებები გაუზიაროს. რაც შეეხება ბატარეას, მთელი ღამით უნდა დატოვოთ, რათა დღის მანძილზე მოგემსახუროთ.

მართალია, Walk Me-ის სკამი ჯერ კვლავ პროტოტიპის დონეზეა, მაგრამ მრავალ შესაძლებლობას აჩენს, მათთვის, ვისაც დღეს გადაადგილება უჭირს…

www.marketer.ge