ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები კიდევ უფრო იზრდება – Starbucks-მა ChatGPT-ში ახალი გამოცდილება წარადგინა, რომელიც სტანდარტულ ტექსტურ მოთხოვნებს სასმლის პერსონალიზებულ რეკომენდაციებად გარდაქმნის.

ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ ChatGPT-ში Starbucks-ის ინსტრუმენტთან იურთიერთონ. ფიქსირებული მენიუს თვალიერების ნაცვლად, მომხმარებლებს შეუძლიათ აღწერონ, რა განწყობაზე არიან, მაგალითად, სურთ „მსუბუქი და გამაგრილებელი“, „ძალიან ტკბილი“ ან პირიქით – „უშაქრო” სასმელი და მიიღონ ამ განწყობაზე მორგებული შეთავაზებები.

მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ატვირთონ ფოტოები, იქნება ეს მათი ჩაცმულობა თუ გარემო, რათა სისტემას დამატებითი კონტექსტი მისცენ. ინსტრუმენტი ამ ინფორმაციას აანალიზებს და „ვაიბის“ მიხედვით შესაბამის სასმელებად გარდაქმნის, რაც აბსტრაქტულ სურვილებს კონკრეტულ მენიუს არჩევანად აქცევს.

წვდომა ინტეგრირებულია ChatGPT-ს აპლიკაციის სასაუბრო ველში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დაიწყონ მოთხოვნა „@starbucks“-ის გამოყენებით. ამის შემდეგ კომუნიკაცია დიალოგის ფორმით გრძელდება, სისტემა კი კონტექსტს ბოლომდე ინარჩუნებს, როდესაც მომხმარებელი არჩევანს აზუსტებს. სასმლის არჩევის შემდეგ შესაძლებელია მისი დამატებითი პერსონალიზაცია, ხოლო გადახდა სრულდება Starbucks-ის საკუთარ აპში ან ვებსაიტზე.

ინსტრუმენტი ამ ეტაპზე ბეტავერსიადაა მოწოდებული და მოსალოდნელია, რომ მისი შესაძლებლობები მომხმარებელთა ინტერაქციის საფუძველზე კიდევ უფრო განვითარდება.

www.marketer.ge