რუმინეთი 2045 წლისთვის სათბურის გაზების ნულოვანი ემისიების მიღწევას ცდილობს. ქვეყანას ევროკავშირის დირექტივისა და შეთანხმების კვალდაკვალ ამის მიღწევა 2025 წელს ჰქონდა, თუმცა, ქვეყანა დაგეგმილზე 5 წლით ადრე ცდილობს მიაღწიოს მიზანს.
ეს ნიშნავს, რომ სათბურის გაზების საერთო მოცულობა მთელ ქვეყანაში იქნება არაუმეტეს იმ რაოდენობით, რაც მცენარეებს შეუძლიათ აითვისონ და ამით გაასუფთავონ ატმოსფერო.
ამის მისაღწევად ქვეყანა აპირებს მზის და წყალბადის ენერგიის წარმოების გაზრდას. როგორც Europulse-მა დაწერა, ქვეყანაში პირველი მცურავი მზის სადგური გამოჩნდება. ის 26295 ფოტოელექტრული პანელისგან შედგება და მდინარე ოლტზე 17 ჰექტარ ფართობს დაიკავებს. სადგურის სიმძლავრე იქნება 10 მეგავატი - დაახლოებით იგივე, რაც მცირე ჰიდროელექტროსადგური.
2030 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნები ენერგიის მთლიანი მოხმარების მინიმუმ 42,5%-ს განახლებადი წყაროებიდან მიიღებენ.
უნგრეთი უკვე ავითარებს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს. რუმინეთის მესამე ყველაზე დატვირთული აეროპორტი ემზადება მხოლოდ მზის ენერგიის გამოსაყენებლად. ამისთვის მის ტერიტორიაზე მზის ბატარეის მძლავრი პარკი აშენდება. ასეთი პარკი იასის აეროპორტში უკვე არის. ის 2023 წლიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მისი სიმძლავრე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ენერგიით უზრუნველყოს მთელი აეროპორტი. ახალი პარკი ხუთჯერ უფრო ძლიერი იქნება. მზის პანელები აეროპორტის ტერიტორიაზე ხუთ ჰექტარს დაიკავებს.
გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ქვეყანაში სათბურის გაზების ემისია 85%-ით შემცირდება, ხოლო ქვეყნის ენერგიის 38% განახლებადი წყაროებიდან მოიხმარება.
ევროკავშირი 2050 წლისთვის სათბურის გაზების ნულოვანი ემისიების მიღწევას გეგმავს, თუმცა, ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, როგორიცაა რუმინეთი, საკუთარ თავს უფრო ამბიციურ მიზნებს უსახავს. ფინეთი აპირებს ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას 2035 წლისთვის, ავსტრია 2040 წლისთვის, პორტუგალია 2045 წლისთვის.