ინსტაგრამის ხელმძღვანელი, ადამ მოსერი, პლატფორმაზე კონტენტის ეფექტურობის ანალიზის შესახებ ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს. ის განმარტავს, თუ რომელი მონაცემებია ყველაზე მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტიპის ჩართულობისა და აქტივობის გასაზრდელად. მოსერი საკუთარ პირად გვერდზე მსგავს რჩევებს რეგულარულად აზიარებს, რათა კრეატორებთან პირდაპირი კავშირი შეინარჩუნოს და დაანახოს, თუ როგორ უყურებს თავად პლატფორმა აუდიტორიის ჩართულობის ოპტიმიზაციას. მართალია, მისი შენიშვნები ხშირად საკმაოდ ზოგადია და ისეთ ბანალურ რჩევებს მოგვაგონებს, როგორიცაა „გამოაქვეყნეთ ის, რაც თქვენს აუდიტორიას აინტერესებს“, თუმცა ბოლო განახლება სოციალური მედიის მარკეტერებისთვის რამდენიმე საინტერესო გზამკვლევს მაინც შეიცავს.
მოსერის ხედვით, ყველაზე მთავარი, რაზეც კონტენტის შემოქმედებმა ფოკუსი უნდა გადაიტანონ, არის უშუალოდ engagement rate. თითოეული პოსტის დიდი თუ მცირე რიჩის მიზეზების გასაგებად, სწორედ ამ კოეფიციენტის შესწავლაა საჭირო. ალგორითმისთვის ჩართულობის დონე გადამწყვეტია – რაც უფრო მეტი ადამიანი ახდენს ინტერაქციას კონტენტთან, მით უფრო მეტად აღიქვამს სისტემა მას საინტერესოდ და სხვებისთვის საჩვენებლად. რა თქმა უნდა, ნახვების რაოდენობა და ვიდეოს ყურების დროც მნიშვნელოვანია, თუმცა მომხმარებლის მიერ გადადგმული ყოველი კონკრეტული ნაბიჯი სისტემას სხვადასხვაგვარ სიგნალს უგზავნის.
იმ ადამიანებიდან, ვინც პოსტი ნახა, რეალურად რამდენმა გამოხატა რეაქცია? მოეწონათ, მეგობარს გადაუგზავნეს, დააკომენტარეს თუ უბრალოდ შეინახეს? ამასთან ერთად, მარკეტერებმა აუცილებლად უნდა გამიჯნონ ერთმანეთისგან გამომწერთა წვდომა connected reach და unconnected reach. პირველი მათგანი ასახავს იმ გამომწერების რაოდენობას, რომლებმაც პოსტი ნახეს, ხოლო მეორე – იმ მომხმარებლებს, რომლებიც გვერდს არ ადევნებენ თვალს, თუმცა კონტენტი მაინც შეხვდათ.
საინტერესოა, რომ ამ ორ აუდიტორიაზე სრულიად სხვადასხვა მეტრიკა მუშაობს. მაგალითად, likes ბევრად უფრო მნიშვნელოვანია უკვე არსებული გამომწერებისთვის, ხოლო წერილის გადაგზავნა, ანუ shares – გარეშე აუდიტორიისთვის. პოსტზე ბევრი ლაიქი უზრუნველყოფს იმას, რომ მას თქვენივე გამომწერები უფრო ხშირად დაინახავენ. ინსტაგრამზე პოსტის გავრცელებას ჩართულობა განსაზღვრავს – მიუხედავად იმისა, რომ მომხმრებელი შეიძლება თქვენს გვერდს აკვირდებოდეს, მისი „ფიდის“ ალგორითმი მაინც იმის მიხედვით ეწყობა, თუ რამდენად ხშირად შედის ის ინტერაქციაში თქვენს კონკრეტულ პროფილთან. თუ გვერდი, რომელსაც ადამიანი თვალს ადევნებს, მაგრამ რეაქციებს არ უტოვებს, ახალ პოსტს გამოაქვეყნებს, ის მომხმარებლის გვერდზე მაღალ პოზიციებზე ნამდვილად ვერ მოხვდება.
რაც უფრო დიდია ინტერაქცია ანგარიშთან, მით უფრო იზრდება შანსი, რომ გამომწერმა თქვენი სიახლეები იხილოს. თუმცა, რეალობა ისაა, რომ როგორც წესი, თითოეულ ახალ პოსტს გამომწერთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი ხედავს, რაც პლატფორმაზე მომხმარებელთა შორის უკვე დიდი ხანია უკმაყოფილების საგანია.
რაც შეეხება გაზიარებებს, ინსტაგრამი ამას აღიქვამს, როგორც უმძლავრეს სიგნალს იმისა, რომ კონტენტი შესაძლოა ბევრად ფართო აუდიტორიისთვის იყოს საინტერესო. თუკი ადამიანები პოსტს მეგობრებს უგზავნიან, ეს ნიშნავს, რომ ის კომუნის მიღმა მყოფთათვისაც ღირებულია. ეს ინდიკატორი ეხმარება გვერდს Explore ველსა და სხვა სარეკომენდაციო სისტემებში პოზიციების მკვეთრად წამოწევაში.
მოწონებები იდეალურია არსებული ციფრული კომუნის გასაძლიერებლად და ერთგული აუდიტორიის შესანარჩუნებლად, ხოლო მათ, ვისაც პლატფორმაზე საკთარი ციფრული კვალის გაფართოება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა სურთ, ფოკუსი უპირატესად გაზიარებების მაჩვენებელზე უნდა გადაიტანონ.
წყარო: Socialmediatoday www.marketer.ge