გუგლის შთამბეჭდავ Gemini 3 Pro მოდელს OpenAI პასუხს ახალი GPT 5.2 მოდელის ჩაშვებით სცემს. თუ საერთაშორისო ქულებსაც დავაკვირდებით, უკვე სჯობნის კიდეც კოდირებაში, მათემატიკაში, მეცნიერებაში, ხელსაწყოების გამოყენებასა და ხედვაში. 

OpenAI-ის თქმით, GPT-5.2-ისა დასაბუთების მოდელი პროფესიონალური დონის ქულებს იღებს თავისსავე GDPval-ის ტესტში — 44 პროფესიონალურ ამოცანაზე მოდელის მუშაობის ეფექტურობას აფასებს, მათ შორის დოკუმენტების შედგენას, პრეზენტაციების გაკეთებასა და სხვა. Gemini 3 Pro-ს SWE-Bench Pro-შიც აჯობა, 55.6% აიღო, როცა გუგლის მოდელს 43.3% აქვს. ხოლო ARC-AGI-1-ის აბსტრაქტული აზროვნების ტესტში 86.2% ქულა მიიღო, როცა Gemini 3 Pro-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 75%-ს უდრის. მეცნიერული კითხვებით დატვირთულ GPQA Diamond-ის ტესტში კი 92.4 პროცენტი აჩვენა, რითაც გუგლის მოდელს 0.5%-ით აღემატება.

ახალი მოდელი სამი ვარიანტით არის წარმოდგენილი:

  • GPT-5.2 Instant — ინფორმაციების მოძიებისთვის, ახალი უნარების შეძენისა და სწავლისთვის არის კარგი. კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაგეხმარებათ.
  • GPT-5.2 Thinking — უფრო რთული პროფესიონალური ამოცანებისთვის არის გამოსადეგი, იქნება ეს ცხრილების დაფორმატება თუ სლაიდშოუების შექმნა.
  • GPT-5.2 Pro — მართალია, უფრო მეტი დრო სჭირდება პასუხების დასაგენერირებლად, მაგრამ ყველაზე სანდო და ჭკვიან მოდელად აღწერენ, რომელსაც ზუსტი პასუხების გენერირება შეუძლია პროგრამირების მსგავს კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე. 

OpenAI ამბობს, რომ ამ დროისთვის GPT 5.2 კომპანიის საუკეთესო, ყველაზე ძლიერი შეთავაზებაა დეველოპერებისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ზოგადი ინტელექტის, გრძელი კონტექსტის გააზრების, ხედვისა და აგენტური ხელსაწყოების თვალსაზრისით. 

GPT-5.2-ის სამივე ვარიანტი უკვე ხელმისაწვდომია ChatGPT-ში, თუმცა ჯერ მხოლოდ ფასიანი გამომწერებისა და დეველოპერებისთვის API-ის მეშვეობით. მეტიც, მაიკროსოფტის თქმით, რომელიც OpenAI-ის მთავარი ინვესტორია, ახალ მოდელზე წვდომას Microsoft 365 Copilot-ისა და Copilot Studio-ს მომხმარებლები უკვე მიიღებენ. 

www.marketer.ge