ბოლო წლის განმავლობაში ნეიროქსელებმა მომხმარებლების კითხვებზე არარეალისტური პასუხების გაცემა ორჯერ ხშირად დაიწყეს, ვიდრე ადრე. ასეთ დასკვნამდე ამერიკული სააგენტოს NewsGuard-ის მკვლევრები მივიდნენ, რომლებმაც ყველაზე პოპულარული ნეიროქსელების მუშაობა შეისწავლეს.

ექსპერიმენტის ფარგლებში ხელოვნურ ინტელექტს განზრახ აწვდიდნენ მცდარ ინფორმაციას და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით პასუხის გაცემას სთხოვდნენ. ინფორმაციის მესამედი სიცრუეს შეიცავდა, დანარჩენი ნაწილი კი რთულად იყო დაწერილი, თუმცა ისე, თითქოს მომხმარებელი მიწოდებულ მოსაზრებას ეთანხმება.

შედეგად, ყველაზე „მატყუარა“ ხელოვნურ ინტელექტად Inflection AI დასახელდა. ეს ჩატ-ბოტი კითხვების 57%-ზე არასწორ პასუხს იძლეოდა. მეორე ადგილზე Perplexity გავიდა - 47%, მესამეზე კი ChatGPT, რომელიც კითხვების 40%-ზე აძლევდა მომხმარებელ არასწორ პასუხს.

ანალიტიკოსების თქმით, შეცდომების ასეთი მაღალი პროცენტი იმას უკავშირდება, რომ ნეიროქსელები სულ უფრო ხშირად ეძებენ პასუხებს ღია წყაროებსა და ინტერნეტში. გავლენა იმასაც აქვს, რომ ბოტები ცდილობენ მომხმარებელს ყოველთვის მიაწოდონ პასუხი, იმ შემთხვევაშიც, როცა სწორი პასუხი არ იციან.

imedinews.ge