სტარტაპი "კლიქსის" (Klics) დამფუძნებელI საბა არუდაშვილI "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ მარკეტინგული თამაშით ელექტრონული კომერცია გაზარდონ. ამის შესაძლებლობა კი მათი სტარტაპია. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ინტერესი ფარმაცევტული, კვებისა და ტექნიკის კომპანიების მხრიდან გამოიკვეთა.
სტარტაპი ადგილობრივ ბაზარზე 6 თვუის წინ გამოჩნდა.
"კლიქსი" არის პლატფორმა, რომელიც E-commerce (ონლაინ ვაჭრობა) ბიზნესებს საშუალებას აძლევს საიტზე შესული ხალხის რაოდენობა, მარკეტინგული თამაშების საშუალებით, გაააქტიურონ და შემდეგ ეს ყველაფერი დამატებით შემოსავლად გარდაქმნან. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ჩვენი პლატფორმის გამოყენებით მარკეტინგული თამაშების შექმნას და მათ საიტსა ან აპლიკაციაში ინტეგრაციას", - აცხადებს საბა არუდაშვილი.
სტარტაპის დამფუძნებლის ინფორმაციით, "კლიქსის" სამიზნე ბაზა აშშ და ავსტრალიაა, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში E-commerce-ს მიმართულება საკმაოდ განვითარებულია.
"ადგილობრივ ბაზარზე ინტერესი გამოიკვეთა ასევე, კვების ინდუსტრიის და ტექნიკის კომპანიების მხრიდან. შესაბამისად, რეგიონალური მასშტაბით სხვადასხვა E-commerce-სა და ფარმაცევტული სექტორის კომპანიების მიმართულებით განვითარებას ვგეგმავთ, მაგრამ ჩვენი მთავარი სამიზნე ბაზარი არის აშშ-ის და ავსტრალიის. უკვე აქტიურად ვმუშაობთ, რომ აღნიშნულ ბაზრებზე გავიდეთ, რადგან აქ E-commerce-ს მიმართულება საკმაოდ განვითარებულია და შესაბამისად, ჩვენი პოტენციური მომხმარებელი უფრო მეტია ამ ბაზრებზე, ვიდრე რეგიონალურად, ან ლოკალურად. თუნდაც იმ განხრით, რომ მომხმარებლების გადამხდელუნარიანობა ბევრად უფრო მაღალია. ვფიქრობთ, რომ ავსტრალიის ბაზრებზე შესვლას მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში შევძლებთ", - აცხადებს საბა არუდაშვილი.
ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.