აშშ-ის სამხედროებმა ჰიპერბგერითი რაკეტა შექმნეს, რომლის სქემებიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს რუსებმა მოიპარეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპმა ვესთ ფოინთის სამხედრო აკადემიაში თავისი გამოსვლის ნაწილი ჰიპერბგერით იარაღს მიუძღვნა, რომელიც მან აკადემიის რვა კურსანტის მიერ განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით ახსენა.
„დღეს აქ მყოფმა რვა კადეტმა საკუთარი ჰიპერბგერითი რაკეტის დიზაინის შექმნის ამოცანა იკისრა. იცით, ჩვენი რაკეტის სქემები მოიპარეს. ჩვენ შევქმენით ისინი. ისინი ობამას ადმინისტრაციის დროს მოიპარეს. იცით, ვინ მოიპარა? რუსებმა მოიპარეს. რაღაც ცუდი მოხდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ქურდობაზე ადრეც ისაუბრა. 2023 წელს მან მხარდამჭერებს განუცხადა, რომ რუსეთმა „სუპერრაკეტების“ სქემები მოიპარა.
წყარო: 1tv.ge