მას შემდეგ რაც გაანალიზეს, რომ პლასტმასის საწრუპების გამოყენება საზიანო იყო გარემოსთვის, რესტორნებმა, კაფეებმა და ჩვეულებრივმა ადამიანებმაც კი ალტერნატივების ძიება დაიწყეს. ასე გაჩნდა ქაღალდისა თუ საკვებად ვარგისი საწრუპები, ზოგიც საერთოდ უარს ამბობს მათ გამოყენებაზე, მაგრამ პრობლემა მაინც პრობლემად რჩება — მილიონობით პლასტმასის საწრუპი ხვდება ნაგავსაყრელზე…
ეს ამბავი ყველამ ვიცით, მაგრამ ვიზუალურად თვალსაჩინოც რომ გაეხადათ, A+U Lab-მა 41.415 Straws-ის ინსტალაცია შემოგვთავაზა. სამხრეთ კორეაში, ბუსანშია მოთავსებული და სრულად პლასტმასის საწრუპებისგანაა დამზადებული. იმერსიული გამოცდილებაა, რომელიც გვაფიქრებს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს თითოეულ საწრუპს გარემოზე. ასე კი სასაუბრო თემებიც იბადება პასუხისმგებლიანობით სავსე მოხმარების შესახებ.
ინსტალაციას პრიზმის მსგავსი ფორმა აქვს და სულ 41 415 საწრუპისგანაა დამზადებული წითელ, ყვითელ, სტაფილოსფერ და გამჭვირვალე ფერებში. რაც შეეხება ზომებს, სიგრძეში 11.4 მეტრია, სიგანეში 3 მეტრი, ხოლო სიმაღლეში 2.75.
გადაგდებული მასალების ხელოვნების ნიმუშად ქცევით კი ჩვენს აღქმებს იწვევს ნარჩენების, მათი მოხმარებისა და გადამუშავების შესახებ. მაგალითადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, თუ როგორ გარდაქმნის ნაფიქრი დიზაინი ყოველდღიურ ობიექტებს ძლიერ მედიუმად მხატვრული გამოხატვისთვის…