„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას მაღაზია „მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელმა ვიტალი გუგუჩიამ საცალო სავაჭრო ქსელების გაფართოების პოლიტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, არსებული ტენდენცია ერთგვარი პირამიდაა, რაც შეიძლება კითხვებს აჩენდეს ე.წ პირამიდის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით.

„როცა ზუგდიდში ჩავდივარ, ვხედავ რომ სოფლისკენ მიმავალ გზაზე თუკი ერთი თვის წინ იყო გახსნილი დავუშვათ 10 ქსელური მაღაზია, ახლა მათი რაოდენობა, ფაქტობრივად, გაორმაგებულია. როცა ჩავდივარ და ხალხს ვესაუბრები ვიგებ, რომ ამ რეგიონში მოსახლეობის და შესაბამისად მომხმარებლების რაოდენობა მცირდება. ეს ერთგვარი პარადოქსია, როცა მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, ქსელური მაღაზიების რაოდენობა კი იზრდება.

მთავარი კითხვა ალბათ ისაა თუ რასთან გვაქვს საქმე. მთლად თუ შეთქმულების თეორიებში არ გადავვარდებით, ერთია, რომ ამ ქსელური მაღაზიების პატრონები უბრალოდ ფულს ათეთრებენ, ან მეორე ვარიანტია, რომ ისინი ამ  ქსელური ობიექტებით ბანკებიდან იღებენ სესხებს, ამ ფულს ატრიალებენ და რაღაც ისეთ პირამიდაზე არიან გასულები, რომ ბოლოს შეიძლება ჩამოიშალოს და საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად დააზიანოს“, - განაცხადა ვიტალი გუგუჩიამ.