კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო კამპანიას განაგრძობს.
პროექტის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და კონკურენციის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გაიმართა. სააგენტოს წარმომადგენლები ქალაქ ზუგდიდის N მე-5, სოფელ ახალაბასთუმნის, სოფელ რუხისა და სოფელ განმუხურის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ.
შეხვედრების მიზანია, მოსწავლეებმა მიიღონ საბაზისო ცოდნა საკუთარი, როგორც მომხმარებლის უფლებების შესახებ და გაეცნონ თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს. სააგენტო მსგავსი ტიპის აქტივობებს თბილისსა და რეგიონებში პერმანენტულად ახორციელებს.
ინფორმაციას GCCA ავრცელებს