თებერვალში ვაშლის ექსპორტის მოცულობა – 54%-ით, ღირებულება კი 86%-ით, 1.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 3.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4.1 ათასი ტონა ვაშლი.

„მზარდია როგორც ვაშლის ექსპორტის რაოდენობა, ასევე საშუალო საექსპორტო ფასი.

1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $-ია, რაც 16%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 21%-ით გაიზარდა თებერვლის თვეში და 0.76$/კგ დაფიქსირდა.

ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (15 083 ტონა); ასევე, 665 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა – ბელარუსში, 110 ტონა – სომხეთში და 44 ტონა – სხვა ქვეყნებში“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.