ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე,რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, ავტოფარეხებისა და უკანონო ნაგებობების დემონტაჟი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა.

 

„მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგის N2-N3 კორპუსების მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი ადგილი. დამონტაჟდება გარე განათების და სარწყავი სისტემები, სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისიინვენტარით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.