მაისში სოციალური შემწეობა 705 090 ადამიანმა მიიღო, აქედან 239 580 საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აპრილთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 3 274 არის გაზრდილი, რომელთა დახმარებაზე მაისში ბიუჯეტიდან ჯამში 71 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა.

ცნობისთვის, „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, საქართველოში  3 704 500 ადამიანი ცხოვრობს